რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე გამოიყენა თავისი შეტევითი კონტინგენტის ერთი მესამედი უკვე გამოიყენა - ეს 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა. ამის შესახებ პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იუწყება. ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ რეზერვში ახლა 50 ათასამდე ადამიანი რჩება. პენტაგონში ამ რაოდენობას არსებითს უწოდებენ.
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აფიქსირებენ ოკუპანტების ლოგისტიკურ პრობლემებს, მათ შორის საწვავის მიწოდების კუთხითაც. ეს ჩანდა ხარკოვსა და კიევში შესვლის მცდელობისას.