განადგურებულია მტრის 27 თვითმფრინავი, 146 ტანკი და 796 საბრძოლო ჯავშანმანქანა – უკრაინა

27 თებერვალი 2022, 15:35 1150 ნახვა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.

24-დან 26 თებერვლის ჩათვლით, უკრაინაში განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.  უწყების თანახმად, ეს რიცხვი დასაზუსტებელია.

ანა მალიარმას ინფორმაციით, განადგურებულია:

თვითმფრინავები - 27

ვერტმფრენები - 26

ტანკი - 146

საბრძოლო ჯავშანმანქანები - 796

ქვემეხები - 49

ბუკი - 1

გრადი - 4

საავტომობილო ტექნიკა - 30

ცისტერნები - 60

უპილოტო საფრენი აპარატი- 2

ხომალდი/კატერი - 2.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში