ბაიდენი: ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ის ამისთვის ფასს გადაიხდის

27 თებერვალი 2022, 02:12 1991 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთის დასჯის ერთადერთ საშუალებად დაწესებულ სანქციებს მიიჩნევს.

„ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს - დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი, ფიზიკურად ვეომოთ რუსეთს, ან მეორე - დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც სამართლის წინააღმდეგ მოქმედებს, ამისთვის ფასს გადაიხდის“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, რუსეთი მაღალ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გამო და იქვე განმარტავს, რომ ეს კონფლიქტი ევროპას და ნატო-ს ერთმანეთთან აახლოებს.

„ის (პუტინი) ქმნის იმ ეფექტს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მის გათვლებს“ - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი