„ყველა მოემზადეთ. 30 წუთში ყველაფერი, რაც ფაშისტებს აქვთ, კიევში გაფრინდება!“ - უკრაინის ვიცესპიკერის გაფრთხილება მოსახლეობას

27 თებერვალი 2022, 00:25 708 ნახვა

უკრაინის რადას ვიცესპიკერი ირინა გერაშენკო Telegram-ზე საგანგაშო განცხადებას ავცრელებს.

„ყველა მოემზადეთ. დაზვერვის თანახმად, 30 წუთში ყველაფერი, რაც ფაშისტებს აქვთ, კიევში გაფრინდება. ყველას გთხოვთ დაიმალოთ საცავში! გადაეცით. ღმერთო, დაიცავი კიევი და უკრაინა!“ - წერს პოლიტიკოსი.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში ამ ღამით დედაქალაქზე შტურმს ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი