უკრაინის სათვისტომოს წევრები ლესია უკრაინკას ძეგლთან შეიკრიბნენ

25 თებერვალი 2022, 14:38 1043 ნახვა

ბათუმში უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენლები ბულვარში  ლესია უკრაინკას ბიუსტთან შეიკრიბნენ. ისინი უკრაინაში  განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ  და წუთიერი დუმილით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

უკრაინის სათვისტომო  გმობს აგრესიას და ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებენ  გაიყვანონ ჯარები მშვიდობიანი ქვეყნიდან. 

25 თებერვალი უკრაინელი პოეტის და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში