ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა ცოტა ხნის წი დასრულდა.
„ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ, ჩვენი მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მუდმივად უარს აცხადებს დიპლომატიურ პროცესში ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და მტკიცედ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.