"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 5 მარტს, 17:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს - ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადარჩენა.
"პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია, არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრის, ამომრჩევლის მთავარი ცენტრალური საკითხი - ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს 17:00 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.