საბჭოთა რუსული ოკუპაციის 101 წლისთავთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოს წინ წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალა, რომელიც ორგანიზატორების განცხადებით, შინაარსობრივად ასახავს იმ ზიანს, რაც რუსეთმა ისტორიულად საქართველოს მოუტანა.
ორგანიზატორების განმარტებით, ოკუპაციის 101-ე წლისთავზეც რუსეთი ანალოგიურ მეთოდებს მიმართავს, რომლითაც წლების წინ საქართველოს დაპყრობას სცდილობდა.
გამოფენა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა“ და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.