სავარაუდო თაღლითობით დაზარალებულები-აქცია ქობულეთში

22 თებერვალი 2022, 18:19 1051 ნახვა

საპროტესტო აქცია ქობულეთში. მოსახლეობა ამბობს, რომ  თაღლითური სქემის შედეგად დაზარალდნენ და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლომბარდის მფლობელი მათ ძვირფასეულობას არ აბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა გადახდილი აქვთ. დაზარალებულების ინფორმაციით, ლომბარდის მფლობელი ქვეყნიდან გაქცეულია. აქციის მონაწილეები ჯერ ლომბარდთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, ისინი სამართალდამცავ უწყებას სთხოვენ პასუხს, თუ როგორ დატოვა პიროვნებამ ქვეყნის საზღვარი, მაშინ როდესაც მის წინააღმდეგ არა ერთი საჩივარი იყო უწყებაში დატოვებული. ჟურნალისტები ლომბარდის მფლობელის სახლშიც იმყოფებოდნენ, თუმცა ოჯახის წევრებმა განუცხადეს, რომ მათაც არ იციან მისი ადგილსამყოფელი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი