ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის

21 დეკემბერი 2016, 00:00 2832 ნახვა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლების, მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ითანამშრომლებენ. საქართველოსა და სომხეთს შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, დღეს, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მოაწერეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობასაც. 

ამავე კატეგორიაში