ენმ-ის აქცია-პერფომანსი ხელვაჩაურის სამრეწველო ზონასთან

21 თებერვალი 2022, 14:36 1224 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ახალციხე ბათუმის საავტომობილო გზის ხელვაჩაურის მონაკვეთზე აქცია -პერფორმანსი გამართეს. ოპოზიციის წევრებმა  ტერიტორიაზე სიმბოლურად  ქვა ღორღი და სანიაღვრე მილები  მიიტანეს და მთავრობას კონკრეტული საავტომობილო გზის მოწესრიგება მოსთხოვეს. 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრების განცხადებით, მაგისტრალით ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გადაადგილდება და დროულ მოწესრიგებას  საჭიროებს, რადგან ტურისტული სეზონი ახლოვდება.

საკითხს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოეხმაურეს და განაცხადეს, რომ დეპარტამენტმა საპროექტო დოკუმენტებზე მუშაობა უკვე დაასრულა და ოთხ კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია მარტში დაიწყება და მიმდინარე წელს სრულად დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი