ენმ-ის აქცია-პერფომანსი ხელვაჩაურის სამრეწველო ზონასთან

21 თებერვალი 2022, 11:25 1228 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ახალციხე ბათუმის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ოპოზიციის წევრებმა  ტერიტორიაზე სიმბოლურად  ქვა ღორღი და სანიაღვრე მილები  მიიტანეს და მთავრობას კონკრეტული საავტომობილო გზის მოწესრიგება მოსთხოვეს. 

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრების განცხადებით, მაგისტრალით ოთხი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გადაადგილდება და დროულ მოწესრიგებას  საჭიროებს, რადგან ტურისტული სეზონი ახლოვდება.

იგეგმება თუ არა კონკრეტული საავტომობილი გზის კეთილმოწყობა საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან კომენტარს შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი