საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარი თემა უკრაინა იყო, საქართველოს წარმომადგენლების იქ ყოფნა მნიშვნელოვანია უკრაინელი კოლეგებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
ამასთანავე, მინისტრის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ეკონომიკური მიმართულებით.