34 გარდაცვლილი და 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა - ეს ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკაა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 ადამიანი, ვირუსს კი საქართველოში 144 477 პაციენტი ებრძვის.
რაც შეეხება რეგიონს, აჭარაში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების 611, შემთხვევა გარდაიცვალა 3 პაციენტი.
საკმაოდ მაღალი სტატისტიკის ფონზე, ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. დღიურად აცრილია 1 524 ადამიანი.