ხანძარი ხულოში

19 თებერვალი 2022, 13:40 2007 ნახვა

ხანძრის შედეგად  სოციალურად დაუცველი ხუთწევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა ხულოში, სოფელ ქედლებში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

დაიწვა  ქვის ორსართულიანი სახლის ჭერი, იატაკი, ფანჯრები, მთლიანად განადგურდა ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ჯოყილაძეები უკვე გაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილას. მათ  დროებით საცხოვრისის ქირას მერია გადაუხდის, აჭარის მთავრობა კი 20 000 ლარით დაეხმარება.

შსს ინფორნაციით გამოძიება  187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი