გაეროში აშშ-ის ელჩის განცხადება

18 თებერვალი 2022, 10:06 516 ნახვა

გაეროში აშშ-ის ელჩის ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ რუსეთმა დეესკალაციის ნაცვლად უკრაინასთან დაპირისპირების გზა აირჩია.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ უშიშროების საბჭოს დანარჩენმა წევრებმა მკაფიო და ცალსახა გზავნილი მიაწოდეს რუსეთს, რომ დიპლიმატიის გზას გაჰყვეს და არა დაპირისპირების გზას. სამწუხაროდ, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთმა ეს გზა აირჩია.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ყველაზე ცუდის გვეშინია, სწორედ ამიტომ უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს დიპლომატიის გზა გაჰყვეს,“ - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი