ისრაელში ე.წ. მწვანე პასპორტები უქმდება

18 თებერვალი 2022, 10:54 656 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების კლების ფონზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა „კოვიდ-19“-ის ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმების შესახებ გამოაცხადა.

ქვეყნის ლიდერმა მწვანე პასპორტების პროგრამის დასრულების შესახებ ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელში მალე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

თებერვლის დასაწყისიდან ისრაელმა მწვანე პასპორტების წარდგენის ვალდებულება მხოლოდ ღამის კლუბებსა და დიდ დარბაზებში დატოვა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამის ტალღის პიკმა გადაიარა და იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მაღალი რჩება, მძიმე შემთხვევების მკვეთრი კლება შეინიშნება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მშობლები კვლავ ვალდებულნი იქნებიან სკოლის მოსწავლე ბავშვებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი