„მოზარდი მოხალისეები პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ“ - პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარებით.
ტრენინგებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ატარებენ.
ტრენინგები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდება, რის შემდეგაც, პროექტის მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები.