ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა

12 თებერვალი 2022, 12:25 899 ნახვა

რუსეთის მხრიდან სერიოზული საფრთხის გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს. პარალელურად, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მოსკოვში რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს. მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი გენერალ შოიგუსთან და გენერალ გერასიმოვთან.

გენერალ შოიგუსგან მოვისმინე გარანტიები, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას და მოვუწოდე დიალოგისკენ, შეშფოთების ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მთავრობას აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში