10 000 აქტიური შემთხვევა რეგიონში და ჰოსპიტალიზაციის 7 პროცენტიანი მაჩვენებელი - აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტს რეგიონში ეპიდ ვითარების ანალიზი წარუდგინა. შეხვედრაზე დეპუტატების კითხვები ონლაინ კლინიკების და ოჯახის ექიმების ნაკლებობას ეხებოდა.
ასევე იმუნიზაციის დაბალ ტემპს. დღეის მდგომარეობით, აჭარის მოსახლეობის მხოლოდ 42 პროცენტია აცრილი.
მინისტრი ამბობს, რომ საინფორმაციო კამპანიის მასშტაბები გაზრდილია, თუმცა ბევრ უბანსა და სოფელში მოსახლეობა განსაკუთრებით პასიურია.