ტერაქტი ბერლინში

20 დეკემბერი 2016, 00:00 4070 ნახვა

ბერლინის ცენტრში მომხდარი ტრაგედია, როდესაც სატვირთო მანქანა ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე შევარდა, მიზანმიმართული თავდასხმა იყო. ამის შესახებ ბერლინის პოლიციამ განაცხადა. პოლიციამ დაადასტურა, რომ მგზავრი, რომელიც სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, პოლონეთის მოქალაქეა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. პოლონურ კომპანიაში, რომელსაც მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადეს, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს. მომხდარი ინციდენტიდან მალევე სამართალდამცველებმა დააკავეს სატვირთო მანქანის სავარაუდო მძღოლი. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ის მიგრანტია, რომელიც 2016 წლის თებერვალში გერმანიაში ავღანეთიდან ან პაკისტანიდან ჩავიდა. მამაკაცს პოლიციასთან ურთიერთობა ჰქონია წვრილმან სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა ექსტრემისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი არ ყოფილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი