ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია

07 თებერვალი 2022, 14:57 865 ნახვა

იმ სოფლებში, სადაც ვაქცინაციის  მაჩვენებელი  შედარებით დაბალია, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხზე მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები  გრძელდება. 

ამჯერად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის მიმდინარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში  გაეცნო. 

ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განემარტა ვაქცინაციის და აუცილებლობა და ინფორმაცია მიეწოდათ სახელწიფოს მონეტარული წახალისების შესახებაც.  

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით,  აჭარაში ამ დროისთვის  ჩატარებულია 320 229 აცრა,   ბუსტერ დოზით აცრილია 13 590 მოქალაქე.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი