ესპანეთის მთავრობა კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას უკვე ხვალიდან გეგმავს. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი ქუჩაში პირბადეების სავალდებულო ტარების გაუქმებას აპირებს, რომელიც კორონავისრუსის კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მოქმედებს.
შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა 8 თებერვალს მიიღებს და იგი უკვე მეორე დღესვე ამოქმედდება.
ესპანეთში პირბადეების ქუჩაში ტარების ვალდებულება 2021 წლის თებერვლის ბოლოდან მოქმედებს.
ქვეყანაში კორონავირუსის კოვიდ-19-ის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.