ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები მიმართული იქნება 50 წელს ზემოთ პირებზე - თამარ გაბუნია

03 თებერვალი 2022, 13:03 995 ნახვა

50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის მნიშვნელოვანი ვაქციანციის გეგმის შესრულება, ამიტომაც წამახალისებელი ღონისძიებებიც მიმართული იქნება ამ ასაკის მოსახლეობისკენ-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ფულადი წამახალისებელი ღონისძიებები მუშაობს. მისივე თქმით, ჯერ ეს კომპონენტი გრძელდება და ახალი გეგმაც აკეთებს აქცენტს ამ ტიპის წახალისებებზე.

"გეგმა თუ რა წაახალისებს ვაქცინაციას, იქნება ეს მწვანე საშვის მექანიზმი, ფულადი წახალისება თუ საინფორმაციო კამპანია, ამასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება არსებობს და სამომავლო ღონისძიებებიც დაიგეგმება იმის მიხედვით თუ საიდან შეიძლება ველოდოთ მეტ მოსალოდნელ სარგებელს.

ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, არც სამომავლოდ გაქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჩატარებული აქვს კვლევა, სადაც ობიექტურადაა გაზომილი ანტივაქსერული დამოკიდებულებები და ველოდებით მიმდინარე კვირაში, რომ ვნახოთ თუ როგორ შეიცვალა"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი