აჭარაში კორონავირუსის 2 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

01 თებერვალი 2022, 10:55 983 ნახვა

პირველი თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 2 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 566 ადამიანი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 776, მძიმე პაციენტია  142, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 44 პირი.

2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 - თბილისში, 594 - აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი