ღირსეული შრომის პლატფორმა ტყიბულში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება

31 იანვარი 2022, 18:19 1145 ნახვა

ღირსეული შრომის პლატფორმა მოუწოდებს მთავრობას დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და დააყენოს კომპანიის შესაბამისი მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. კომპანია “საქნახშირს”  მიმართავს შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიების სრულად უზრუნველყოფამდე, შეჩერდეს სამუშაო პროცესი, ხოლო დასაქმებულებს სრულად აუნაზღაურდეთ მოცდენის დრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას კი მოუწოდებენ დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტი და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით გამოკვეთოს კომპანიის ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებლები კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობაზე და დასაქმებულთა სიცოცხლის ხელყოფაზე. საქართველოს მთავრობას კი მიმართავენ შეაჩეროს ნახშირმოპოვებითი სამუშაოები ტყიბულის შახტებში და არ დაუშვას სამუშაოების გაგრძელება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე. ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლებამდე კი დასაქმებულებს სრულად აუნაზღაურდეთ ხელფასი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი