კორონავირუსის შემთხვევების გამო ქობულეთში 7 საბავშვო ბაღი დაიხურა

31 იანვარი 2022, 11:48 1338 ნახვა

ქობულეთში, კორონავირუსის შემთხვევების გამო 7 საბავშვო ბაღი დაიხურა.

ვირუსი აღსაზრდელებს და პედაგოგებს დაუდასტურდათ. ამ დროისთვის დახურულია:  სოფელ ბობოყვათის, ლეღვას, ოჩხამურის, ჩაისუბნის, სოფელ ქობულეთის, დაბა ჩაქვის N2 და ქობულეთის N3 საბავშვო ბაღები.

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ია ხალვაშის განცხადებით, სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება დაახლოებით 4 თებერვლამდე მიიღეს. მისივე თქმით, ინფიცირების ყველა შემთხვევა, ოჯახური კლასტერებია.

" სააღმზრდელო დაწესებულებებში აღსაზრდელების გამოცხადება საკმაოდ დაბალია. ბაღებში რეგისტრირებული 2400 აღსაზრდელიდან დღეს მხოლოდ 385 გამოცხადდა"- განაცხადა ია ხალვაშმა.

სასწავლო პროცესი შეჩერდა დაბა ჩაქვის N1 საჯარო სკოლაშიც. მიზეზი  სკოლის შიდა სივრცეში  კორონავირუსის გავრცელებაა. დაინფიცირებულია სკოლის 20 პედაგოგი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით, ერთი კვირით, სკოლა ონლაინ სწავლებაზეა გადასული. 

ასევე,  სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის მადონა გოგიტიძის თქმით, ამ დროისთვის სკოლებში დაბალია მოსწავლეების გამოცხადება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი