აჭარაში კოვიდის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 14 სკოლა 

31 იანვარი 2022, 11:05 1762 ნახვა

31 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 14 სკოლა. მათ შორის ბათუმში სამი კერძო სკოლა. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დახურულია ბათუმში №2; №3; №9, №15 საჯარო სკოლები, ასევე ''გორდა'', ''ევრო 2000'' და ''მასტერკლასი''. 

• ქობულეთში ჩაქვის №1 სკოლა;

• ხელვაჩაურში ჭარნალისა და  ახალშენის სკოლები;

• ქედში კი დაბა ქედის, მეძიბნას, დოლოგნისა და მერისის საჯარო სკოლები. 

ონლაინ სწავლებაზე გადავიდა 154 კლასი. 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, ინფიცირებულები არიან როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები. 

გოჩა დავითაძის განცხადებით, თუ ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მოიმატებს, სასურველია  სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი