საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს დაუპირისპირდება

29 იანვარი 2022, 22:22 1327 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის გასვლა მოახერხა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით 0-8 დამარცხდა. D ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა.

მეორე ადგილზე 6 ქულით საქართველოს ნაკრები გავიდა. მესამე ადგილი 4 ქულით აზერბაიჯანმა დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზე 0 ქულით ბოსნია-ჰერცეგოვინა გავიდა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში ევროპის ფუტსალის რეიტინგის პირველ ნომერს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რუსებმა ჯგუფში სამივე თამაში მოიგეს და პირველი ადგილიც დაიკავეს.

საქართველოსა და რუსეთის მატჩი 1 თებერვალს ამსტერდამში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში