უკრაინის ირგვლივ გრძელდება დაძაბულობა. დასავლეთი რუსეთთან დიპლომატიური გზით ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის თავიდან აცილებას. მხარეები სხვადასხვა დონეზე ცდილობენ კონსესუსის მიღწევას. ჩვენი გადამღები ჯგუფი გიორგი წეროძე და ვახო თურმანიძე მუშაობენ უკრაინაში. სწორედ გიორგი მოგვიყვება როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა ომის ზღვარზე.