ზამთრის ოლიმპიური თამაშები თითქმის მთლიანად ხელოვნური თოვლის გამოყენებით ჩატარდება, რაც, ოლიმპიადის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა. სპორტული ღონისძიების თოვლით უზრუნველსაყოფად, 100-ზე გენერატორსა და თოვლის შემქმნელ 300 აპარატს გამოიყენებენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 1924 წლის შემდეგ, ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი 21 ქალაქიდან, 2050 წლისთვის მხოლოდ 10-ში იარსებებს შესაბამისი კლიმატი და თოვლი. პეკინის 2022 წლის ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლამდე გაგრძელდება.