დიდთოვლობის გამო სტამბოლის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა

25 იანვარი 2022, 18:23 1331 ნახვა

დიდთოვლობის გამო  სტამბულის აეროპორტის ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის სახურავი ჩაინგრა.  თურქეთის უმსხვილესი აეროპორტი  დროებით დაიხურა. წინასწარი ინფორმაციით, ნგრევის შედეგად არავუინ დაშავებულა.  უსაფრთხოების მიზნით, სტამბულის აეროპორტში ყველა ფრენა დროებით შეჩერებულია.  ასაფრენ ზოლს 500-მდე ადამიანი და 180 მანქანა ასუფთავებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ფრენები სრულად განახლდება- აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში. სტამბულის აეროპორტი ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი