ამ მძიმე ფაქტის გამო დაკავებული პოლიციელების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს ბათუმშიც. აქციაზე პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა ბანერები მიიტანეს წარწერებით: „ როცა პოლიციის გეშინია“, „პოლიცია გახდა მილიცია“, „პოლიციელი არ ისჯება“. აქციის მონაწილეებმა მომხდარს სისტემური პრობლემა უწოდეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერება მოითხოვეს. ითქვა რომ, პოლიციელებთან დაკავშირებულ არაერთი ძალადობის საქმეზე გამოძიების შედეგი არ დამდგარა, რაც მოქალაქეებში უნდობლობას აჩენს.