თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი ქალი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

23 იანვარი 2022, 10:54 4591 ნახვა

თურქეთში ცნობილი ჟურნალისტი სედეფა კაბასი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. 

ჟურნალისტს ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გამოსვლისას პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, კონკრეტულად კი მას ედავებიან, რომ ტელეგამოსვლისას მოახდინა ისეთი ანდაზის ციტირება, რითაც პრეზიდენტი შეურაცხყო.   ბრალდება 1-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კაბასმა ტელეეთერში განაცხადა, რომ  "არის ერთი ძალიან ცნობილი ანდაზა, რომელშიც ნათქვამია, რომ გვირგვინიანი თავი სულ უფრო ბრძენი ხდება, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არ არის,"

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი