დღეს ნათლისღებაა

19 იანვარი 2022, 14:45 1131 ნახვა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ნათლობის ცერემონია ეკლესიებში.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში 50 ადამიანი გაქრისტიანდა. საყოველთაო ნათლობა ყოველწლიურად ტარდება და 19 იანვრის ერთ-ერთი მთავარი ტრადიციაა. ასეთივეა წყლის კურთხევაც. სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ  მორწმუნეებს საშუალება აქვთ ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ.

სახარების თანახმად ამ დღეს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა.

საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაულს სხვაგვარად ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში