ქვეყნის მასშტაბით სულ 400 თანამშრომელია გაფიცული, თუმცა მათ შორის არ არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილებაში დასაქმებულები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ კოლეგებს, მაგრამ პროტესტს არ უერთდებიან. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოც.
პროტესტს იმ მიზეზით არ უერთდებიან, რომ მოთხოვნების შესრულების მოლოდინი არ აქვთ. ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოში 2 სოციალური აგენტია დასაქმებული. განყოფილებაში სულ 10 თანამშრომელი მუშაობს. ხულოში სოც-მომსახურების სააგენტო კი დაკეტილია. ყველა თანამშრომელი უარს ამბობს სამუშაო პროცესში ჩართვაზე.
რაც შეეხება ბათუმს, მხოლოდ ნაწილი აპროტესტებს არსებულ შრომით პირობებს. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მოლაპარაკების იმედი აქვს.