აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 474 000 ლარს დახარჯავს. სერვისის სტანდარტების ტრენინგი აჭარის 26 სოფელში ჩატარდება. ინგლისური ენის სასწავლო კურსს გაივლიან მთიან აჭარაში.
გასულ წელს ჯამში დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებს ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეიქმნა ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოც. მიმდინარე წელს, მთიან აჭარაში სერვისის განვითარების ღონისძიებები „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა.