საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

15 იანვარი 2022, 20:32 1532 ნახვა

საქართველოს ფუტსალის  ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო მოსამზადებელ ამხანაგური მატჩებს მართვას.

საქართველოს ნაკრებმა თბილისში ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრები მიიღო და 6-2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან დუბლი თალესმა შეასრულა, თითო გოლი კი ელისანდროს, თოფურიას, კურტანიძის და სებისკვერაძის ანგარიშზეა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სადაც ისევ ტაჯიკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი ხვალ 16 იანვარს გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებში 19 იანვარს გაიმგზავრება.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველო აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში