კლინიკა "ბაუში" ახალშობილი გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

15 იანვარი 2022, 15:02 7056 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში. „ბაუში“ ახალშობილი გარდაიცვალა.  ოჯახის წევრები კლინიკას გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ გუშინ 24 წლის ანა ჭყონია კლინიკაში სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს, ექიმებმა გაუტკივარება გაუკეთეს, დღეს დილით კი ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა.

ჭყონიას ოჯახის წევრები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არც ორსულს და არც ნაყოფს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა გახდა, რის გამოც ახალშობილი დაიღუპა. ისინი პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა, ასევე მიმდინარეობს ექსპერტიზა და დეტალები სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი