ქობულეთის "შუქურა" 11 ფეხბურთელით გაძლიერდა

15 იანვარი 2022, 12:05 2846 ნახვა
00:00
00:00

ეროვნულ ლიგა ორში დაქვეითებული ქობულეთის "შუქურა" ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდი ქალაქ ფოთში ზამთრის შესვენების შემდეგ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. რის შემდეგაც ‘’შუქურა’’ 4 თებერვალს  თურქეთში ქალაქ ანტალიაში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

გუნდმა მომავალი სეზონისთვის 11 ფეხბურთელი უკვე დაიმატა. მათ შორის, ‘’დინამო’’ ბათუმიდან ვაკო თევდორაძე, ქუთაისის ‘’ტორპედოდან’’ ოლეგ მამასახლისი და ‘’სამგურალიდან’’ კახაბერ მეშველიანი.  ქობულეთის "შუქურას" ახალი მთავარი მწვრთნელიც ეყოლება. გიორგი შალვაშვილის პოსტზე რევაზ გოცირიძე იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი