მძიმე ეპიდვითარება

14 იანვარი 2022, 19:06 939 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული 6 ბავშვი, მათგან სამი ჩვილი ბათუმის დედათა ბავშვთა ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული. არიან თუ არა  ისინი ,,ომიკრონით“  ინფიცირებულები,  ამას ლაბორატორიული კვლევა დაადგენს. 

პატარების ინფიცირების მიზეზი სავარაუდოდ ოჯახის წევრები არიან, ამიტომ ერთადერთი გზა ახლა მხოლოდ ვაქცინაციაა, იმისთვის, რომ ბავშვები  ინფიცირებას გადაურჩნენ.  ვიდრე მოსახლეობის 40%- იც კი არ არის აცრილი, ამასობაში სამხრეთ აფრიკული შტამი ელვისებურად ვრცელდება.  გვაქვს უკვე რეინფიცირების შემთხვევები.  ირკვევა, რომ  ე.წ-ულ სწრაფ  ტესტებს ''ომიკრონ'' შტამის გამოვლენა უჭირს. ყოველდღიურად ქვეყანაში 50 ათასზე მეტი ტესტი ტარდება. 

მხოლოდ  გუშინ  60 ათას 753 -მა ადამიანმა ჩაიტარა ტესტი კორონავირუსზე მათგან  5 567   კოვიდდადებითი აღმოჩნდა.  587 ახალი შემთხვევაა  აჭარაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი