უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 8 დღემდე მცირდება - ბიძინა კულუმბეგოვი​

14 იანვარი 2022, 18:15 1150 ნახვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თვითიზოლაციის ვადები შემცირდა. 

​მისივე განმარტებით, უსიმპტომო პაციენტებისთვის ოზოლაციის პერიოდი 8 დღემდე მცირდება.

"8 დღემდე მცირდება უსიმპტომო მსუბუქი პაციენტების იზოლაციის პერიოდი. სიმპტომიანი პაციენტების კი 10-დღემდე. კონტაქტების შემთხევაში თუ არის ვაქცინირებული და დაბუსტერებული ან ახალი გადატნილი თუ აქვს კოვიდი 90 დღის მანძილზე თვითიზოლაციის ყოველგვარი ვალდებულება ეხსნებათ,"- ბიძინა კულუმბეგოვი. 

ექიმებთან კონსულტაციის შედეგ ითქვა, რომ გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

ცოტა ხნის წინ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი