პოეტი რეზო ამაშუკელი საბურთალოს ახალ სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც იმყოფებოდნენ მისი ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკოსები. ოჯახს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიუსამძიმრა, რომელიც სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში 10 იანვარს გარდაიცვალა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის საპატიო მოქალაქე . 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია