იცით სად გადავლახე საზღვარი არალეგალურად? აბაშიძეს ჰქონდა საბაჟო ჩოლოქზე, გადამაფარეს „ბრეზენტი“ და ასე შევედი, ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით? - სააკაშვილი

13 იანვარი 2022, 14:55 654 ნახვა

რაც შეეხება საზღვრის კვეთას, იცით სად გადავლახე ერთხელ საზღვარი არალეგალურად? ასლან აბაშიძეს რომ ეყენა საბაჟო ჩოლოქზე, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი „პიკაპის“ საბარგულში, გადამაფარა „ბრეზენტი“ და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე - ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით? ასე მიმართა სასამართლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ბათუმი მისი აშენებულია და სირცხვილია, რომ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს.

"ბათუმი იყო ერთი დაჭაობებული სოფელი ვისაც არ ახსოვს. სადაც შესასვლელად ხალხს სჭირდებოდა "საბაჟოს" გავლა. იცით სად გადავლახე საზღვარი არარეგალურად ერთხელ?-საბარგულში. ასლან აბაშიძეს რომ ეწერა "საბაჟო", ალიკა ქობალიამ ჩამსვა პიკაპის საბარგულში, გადამაფარა "ბრეზენტი" და ასე შევედი ასლანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რადგან იგი არ იყო საქართველოს იურისდიქციით კონტროლირებადი.

 

პატარა კაცი არ ვიყავი მაშინ, ვიყავი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ბრეზენტგადაფარებული შევედი. ამაზეც ხომ არ გამასამართლებდით შემთხვევით? სხვათა შორის, ეს დაუმატეთ ბრალს აუცილებლად. იმიტომ რომ ეს გაკეთებული მაქვს ნაღდად. ათასგვარი ტყუილებით, აჭარულად მოუქცია აქცენტი ამ მეგრელმა კაცმა და შემაპარა აჭარაში. აღარ არის არც ჩოლოქი, არც ბანდიტები იქ.

სირცხვილი არ არის, რომ სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, აგიშენათ ბათუმი, სირცხვილი არ არის, რომ მალულად დადიოდეს ამ ქალაქში? რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს არა? კეპკა ჩამოფარებული, კაპიშონ გადმოფარებული, იმ ადგილებში, სადაც ყველა კვადრატი ჩემი და ლევან ვარშალომიძის დაგეგმილია. არ არის ეს სირცხვილი? თითოეულმა თქვენგანმა ჩახედეთ გულში თქვენს თავს...

ნუთუ მე არ მაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე...

თავშიც არავის მოუვიდოდა ბათუმი გამხდარიყო მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი.

მე წამართვეს ლაზიკა - ერთი წელი როგორ არ დამაცადა ღმერთმა, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. ლაზიკა იქნება აუცილებლად. მთელი მსოფლიოდან თავის კაპიტალს ჩადებენ ქალაქ ლაზიკაში"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველო აღარ იქნება.

„მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი „ბლეფი“ დასაქმება კი არ არის, არამედ არის დასაქმება ნამდვილი, მინიმუმ 1000 დოლარიანი ხელფასი, რომ არცერთ ქართველს არ მოუხდეს წასვლა საზღვარგარეთ, პოლონეთში „ტაქსაობა“ 800 ევროდ, 400 ევროს სახლში აგზავნის და 400 ევროს იტოვებს და ა.შ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი იქნება რიგგარეშე არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება. რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება"-განაცხადა სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი