ვაქცინაციის ტემპი დაბალია მაღალმთიანეთში

12 იანვარი 2022, 14:27 927 ნახვა

ვაქცინაციის ტემპი დაბალია მაღალმთიანეთში.  ქედის ევექსის კლინიკაში დღეში მხოლოდ  20-მდე ადამიანი იცრება. ვაქცინაციის ცენტრში აცრის დაწყების დღიდან, ამ დრომდე 6 ათასამდე აცრა ჩატარდა.

სამედიცინო დაწესებულებაში 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ვაქცინაციის პუნქტებს სულ ცოტა მსურველი აკითხავს ხულოშიც.  მუნიციპალიტეტში  დღის განმავლობაში მხოლოდ 12-მდე მოქალაქე იცრება, რაც კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია სხვა პერიოდთან შედარებით.  

მაგალითად  შემოდგომაზე, როგორც ექიმი გვეუბნება, ყოველდღიურად 100-მდე ადგილობრივი იტარებდა აცრას,  ახლა კი ძირითადად მხოლოდ  ბუსტერ დოზების გასაკეთებლად მიდიან.

შესაბამისად, ნაკლებია პირველი  და მეორე დოზის მსურველები.   

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი