აჭარაში დაძაბული ეპიდვითარებიდან გამომდინარე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად ჩამოვიდა. ისინი კოვიდცენტრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან. რეგიონში ვირუსის გავრცელების მხრივ მდგომარეობა ისევ უცვლელია. დღეს კოვიდ 19 -ით ინფიცირებულთა 297 ახალი შემთხვევა დადასტურდა მხოლოდ აჭარაში. საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროში.