ხულოში ვაქცინაციის ორი კაბინეტი მუშაობს

12 იანვარი 2022, 11:01 760 ნახვა

ვაქცინაციაში ჩართული მოქალაქეების სტატისტიკა კლებადია ხულოში. კლინიკის მენეჯერის ინფორმაციით, მთლიანობაში 13 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.

სამედიცინო დაწესებულებაში იმუნიზაციის ორი კაბინეტი მუშაობს, სადაც  ფაიზერით, სინოფარმითა  და სინოვაკით აცრაა შესაძლებელი.  

ხულოს რაიონული ჰოსპიტალი რამდენიმე თვეა ჰიბრიდულ ფორმატში მუშაობს,  ამ დროისთვის  13 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი