განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები შეაჯამა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ჯილდოები იმ უმაღლეს სასწავლო დაწებულებებსა და ორგანიზაციებს გადაეცათ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამით განხორციელებული კონკურსებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებაში.