დავა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციურ საავადმყოფოს შორის. სამედიცინო დაწესებულებამ, კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება, დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზად ხელმძღვანელობა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებს, რის გამოც პაციენტები მაღალი ხარისხით სამედიცინო მომსახურეობას ვერ იღებდა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის თანხები გამოყოფილია. ნათია თურნავა მხარდაჭერას უცხადებს ყველა ინფექციონისტს. პაციენტების მიღების პროცესის შეჩერება, მიუღებელია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძისთვის. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასა და მედიკოსებს სოლიდარობა გამოუცხადეს „ლელოში“