გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება

16 დეკემბერი 2016, 00:00 2229 ნახვა

აბონენტების დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.შეწყვეტილია სასწავლო პროცესი იმ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სადაც გათბობის სისტემა ბუნებრივ აირზეა. გაგაცნობთ განცხადებას, რომელსაც კომპანია ავრცელებს, 15 დეკემბერს, ღამით, ავარია მოხდა ცენტრალურ მაგისტრალზე, რის შეგედადაც გაზის მიწოდების გარეშე დარჩა  50 ათასი აბონენტი. მთელი ღამის განმავლობაში კომპანიის  ტექნიკური ჯგუფები მუშაობდნენ ავარიის სალიკვიდაციოდ. გაცნობებთ, რომ დილიდან მილსადენის ფუნქციონირება აღდგა, დღის ბოლომდე გაზი მიეწოდება  აბონენტების 80 %-ს, ხოლო გაზმომარაგება  სრულად ხვალ დღის პირველ ნახევარში აღდგება.  კომპანია ,,სოკარი“ ბოდიშს უხდის  თავის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და გაცნობებთ, რომ მაქსიმალური მობილიზაციაა გამოცხადებული. -ნათქვამია განცხადებაში.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი